Цього року VIII Міжнародний літературний фестиваль “Одеса” відбудеться у м. Батумі, Грузія, з 5 по 8 жовтня 2022 року. У Батумі виступатимуть живі та цифрові автори з України, Грузії, Німеччини, Італії, Швейцарії, Польщі, Румунії, Туреччини та Південної Африки. У програмі фестивалю – грузинсько-українські поетичні читання, програма дитячої літератури, презентації нових романів, дискусії та перекладацький майстер-клас. Російська загарбницька війна проти України та її вплив на світ стане головною темою цьогорічного фестивалю. Фестиваль пройде у гібридному форматі. З цифровою програмою можна ознайомитися на сайті фестивалю. У день відкриття 5.10.2022 Енн Епплбом виголосить вступну промову та відбудеться прем’єра фільму “Голоси про війну” Норберта Крона та Ульріха Шрайбера. У фільмі знялися автори, які висловлювалися про війну в Україні, зокрема Маргарет Етвуд, Ілля Камінський, Андрій Курков, Дженніфер Клемент, Деймон Ґалґут та нинішній президент Міжнародного ПЕН-клубу Бурхан Сомнес. Організаторами фестивалю є Фонд Петера Вайса для мистецтва та політики (Німеччина), Літературна ініціатива Грузії та видавництво “Книги в Батумі”. Він організований за підтримки Державного міністра культури та ЗМІ (BKM), Фонду Конрада Аденауера (Німеччина), Фонду Яна Міхальського (Швейцарія), Міністерства культури, освіти та спорту Автономної Республіки Аджарія, Батумського муніципалітету та Батумського державного університету ім. Шота Руставелі, а також продовжує співпрацю з Одеським академічним українським музично-драматичним театром ім. В.Василька. З 2015 року режисерами фестивалю є Ганс Рупрехт (Швейцарія) та Ульріх Шрайбер (Німеччина).

პროგრამა

5 ოქტომბერი, ოთხშაბათი

 12:00-14:00

 

მისამართი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 32-ე აუდიტორია, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35

 

თარგმანში დაკარგული და ნაპოვნიკატია ვოლტერსის მთარგმნელობითი მასტერკლასი

 

კატია ვოლტერსი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ

ქართველი მთარგმნელი კატია ვოლტერსი ცხოვრობს ფრაიბურგში, გერმანულ ენაზე თარგმნილი აქვს ლუკა ბაქანიძის, ალეკო შუღლაძის, ნატო ინგოროყვას, დათო ტურაშვილისა და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები. ფლობსრამდენიმე ენას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამა თუ იმ ენის ჟღერადობას, რიტმთან მუშაობას და დედნისენიდან ტექსტის სხვა ენაზე შესაბამისი მგრძნობელობით თარგმნას. ქართულ ენაზე თარგმნა გაბრიელ გარსია მარკესისადა ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებები. ეს მასტერკლასი საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ლიტერატურული თარგმანისპირველი გამოცდილება შეიძინონ.

მოდერატორი: მარიამ კორინთელი

ენა: ქართული

დახურული ღონისძიება სტუდენტებისთვის

 

13:00-14:00

ონლაინ ღონისძიება

 

საფრთხეშია თუ არა სიტყვის თავისუფლება? დისკუსია დეიმონ გალგუტთან (სამხრეთ აფრიკა)

მედიის და სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებები. დეიმონ გალგუტი, ბუკერის პრემიის მფლობელი (2021) რომანისთვის „დაპირება“ ისაუბრებს იმ სირთულეებზე, რაც მკაცრი რასობრივი დისკრიმინაციის ეპოქიდან დემოკრატიულ საზოგადოებამდე გარდაქმნას ახლდა თან.

მოდერატორი: არტ ანტონიანი

ენა: ინგლისური

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

16:30 – 17:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

„ხმები ომზე“

მშვიდობიანი ცხოვრება ევროპაში 2022 წლის 24 თებერვალს დასრულდა, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესია განახორციელა და დაიპყრო მისი ტერიტორიები. შემდგომი თვეების განმავლობაში მსოფლიომ განიცადა შოკი და სასოწარკვეთა, თუმცა, ამავდროულად, სოლიდარობის და ერთობის არაერთი მაგალითი იხილა. ფილმი „ხმები ომზე“ წარმოგვიდგენს მსოფლიოს არაჩვეულებრივ მწერლებს, რომლებიც საუბრობენ  ომზე უკრაინაში. ძლიერი პოლიტიკური და პირადი განცხადებებით ისინი გმობენ აგრესიას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ. მათ შორის არიან მარგარეტ ეტვუდი, კარლ შლოგელი, ჰერტა მიულერი და ბევრი სხვა ავტორი.

ენა: ინგლისური

 

16:30-18:00

ონლაინ ღონისძიება

 

TÜK / დისკუსია არტ ანტონიანთან (უკრაინა)

ეს ამბავი ხდება ქვეყანაში, რომელსაც უმპერიუმი (Ümperium) ეწოდება. აქ გულისცემა საშინელ დაავადებად დადანაშაულად ითვლება, ყველაფერს გონება მართავს. იდეალურ წესრიგს მხოლოდ გულის ძრწოლა ეწინააღმდეგება, რომელიც გულის მსოფლიო პანდემიის შედეგია. მთავარი პერსონაჟი დავითი სატელევიზიო ცენტრის თანამშრომელია. ისუნებურად ისეთ მოვლენათა მორევში ერთვება, მხოლოდ იმპერიულ წესრიგს კი არა, მთელ კაცობრიობასაც განადგურებითრომ ემუქრება.

 

მოდერატორი: იულია სუშჩენკო

ენა: უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

19:00-19:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

ფესტივალის  გახსნის ცერემონიალიმისასალმებელი სიტყვები

ენა: ქართული / ინგლისური / უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

19:30-20:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

ფესტივალის გამხსნელი სიტყვა დისკუსია  ენნ ეპლბაუმთან (აშშ)

ენნ ეპლბაუმი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ

 

მრავალი ჯილდოს, მათ შორის პულიცერის პრემიის მფლობელი ისტორიკოსის, ენ ეპლბაუმის ვიწრო სპეციალობას რუსეთიდა აღმოსავლეთი ევროპა წარმოადგენს. მისი ნარკვევი, „წითელი შიმშილი“ ეხება ჰოლოდომორს – შიმშილს, რომელმაც1930-იან წლებში უკრაინაში რამდენიმე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. 2022 წელს ის საერთაშორისო მედიას რეგულარულად აძლევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებულ კომენტარებს. ბათუმში ოდესისლიტერატურულ ფესტივალს სწორედ ის გახსნის სიტყვით, რომელსაც დისკუსია მოჰყვება.

 

მოდერატორი: მაია ფანჯიკიძე

ენა: ქართული, ინგლისური, უკრაინული

პირდაპირი ეთერი https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

20:45-22:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

ქართულუკრაინული პოეზიის საღამო

მონაწილეები:

 

I ნაწილი – პაატა შამუგია, ოსტაპ სლივინსკი, გიორგი ლობჟანიძე, ჰალინა კრუკი;

II ნაწილი –  დმიტრო ლაზუტკინი, ნიკა ჯორჯანელი, რაულ ჩილაჩავა, ია კივა.

დმიტრო ლაზუტკინი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ

უკრაინული და ქართული თანამედროვე პოეზია ძალზე მრავალფეროვანია. მისი ინტერესი ორივე ქვეყანაში, კლასიკურითემების გარდა, ფართო გაგებით იდენტობის ძიება, ომი და ორივე ქვეყნის ის ტერიტორიებია, რომლებიც რუსეთს აქვსოკუპირებული. ტრავმული მოვლენების თემატიზებას ხშირად უმძაფრესი ემოციური ინტონაცია ახლავს თან. ქართველი დაუკრაინელი პოეტები თავიანთ ლექსებს ერთად კითხულობენ.

 

მოდერატორი: ეკა ქევანიშვილი

ენა: ქართული, უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

6 ოქტომბერი, ხუთშაბათი

 

11:00-12:00

მისამართი: ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 26 მაისის ქუჩა 31

შეხვედრა უკრაინელ საბავშვო მწერალ ალინა ვდოვიჩენკოსთან და წიგნის „36 და 6 კატაწარდგენა

უკრაინული სკოლის დაწყებითი და საშუალო კლასების პროგრამაში შესული, ქუჩის კატების შესახებ დაწერილიტეტრალოგიის პირველი ნაწილი 2015 წელს გამოიცა. ამბავი იმით იწყება, რომ 36 ზრდასრული კატა და 6 კნუტითავშესაფარს ქალბატონ კრეპოვასთან პოულობს და მის ძმისშვილს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაშიც კი ეხმარება. მოგვიანებით კატები ხდებიან დეტექტივები, ფეხბურთის მოთამაშენი, თეატრის მსახიობები, ბოლოს კი კატების სამაშველოსამსახურსაც კი ჩამოაყალიბებენ. ავტორი შეხვდება ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ დევნილ ბავშვებს.

ენა: უკრაინული

12:00-13:00

მისამართი: ბათუმის I საჯარო სკოლა

შეხვედრა საბავშვო მწერალ თათია ნადარეიშვილთან და წიგნისთინას ჰყოფნის გამბედაობაწარდგენა

თინას მამასთან ერთად აღმოჩენების გაკეთება უყვარს. ერთადერთი, რისი შესწავლაც ჯერ ვერ მოასწრო, მისი სახლისუკან ბამბუკის დაბურული ტყეა. ვიდრე მამა შინ არ არის, გოგონა თავის ძაღლთან, პოპისთან ერთად ტყის მხარეს გაჭრილჭიშკარში გადის. იქ სტვენის ხმა ესმის და უცნაურ მინიშნებებსაც პოულობს. პოპისთან ერთად თინა ნიშნებს მიჰყვება დახეზე აგებულ სახლს აგნებს. იქ მათ მოულოდნელობა ელით. ქართველი ილუსტრატორის, თათია ნადარეიშვილის წიგნისიმამაცის, ცნობისმოყვარეობისა და მეგობრობის ამაღელვებელ და იდუმალ ამბავს მოგვითხრობს.

ენა: ქართული

დახურული ღონისძიება მოსწავლეებისთვის

13:15-14:30

მისამართი: ბათუმის I საჯარო სკოლა

 

მივწეროთ წერილი უკრაინასთათია ნადარეიშვილის სემინარი ბავშვებისთვის

 

სოლიდარობის გამოხატვა მრავალნაირად შეიძლება. ხშირად მეგობრის წერილმაც შეიძლება გაგამხნეოს და შემართებითაგავსოს. სემინარის განმავლობაში, ბავშვები, მწერალ და ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილთან ერთად, დაწერენ და დახატავენ წერილებს უკრაინელი თანატოლებისთვის. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორები წერილებს უკრაინაში მცხოვრებ ბავშვებს გაუგზავნიან.

ენა: ქართული

დახურული ღონისძიება მოსწავლეებისთვის

 

14:00-15:00

ონლაინ ღონისძიება

 

საფრთხეშია თუ არა სიტყვის თავისუფლება? დისკუსია ბურჰან სიონმეზთან (თურქეთი)

მედიის და სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებები. თურქი ავტორი და ადამიანის უფლებათა დამცველი ბურჰან სიონმეზი, რომელიც 2021 წელს საერთაშორისო პენ-ცენტრის პრეზიდენტი იყო, ისაუბრებს სიტყვის თავისუფლების წინაშე არსებულ საფრთხეებზე.

მოდერატორი: არტ ანტონიანი

ენა: ინგლისური

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

16:00-17:00

მისამართი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააქტო დარბაზი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35

წერის ხელოვნება / დისკუსია ჰალინა კრუკთან (უკრაინა)

პოეტისთვის, პროზაიკოსისა და ლიტერატურის მკვლევარისთვის, ჰალინა კრუკისთვის, რომელიც ოცი წლის ასაკიდან უკრაინულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ხმად ითვლება, პოეზია ცხოვრებისეული ყოველდღიურობიდან საზრდოობს. არ შეიძლება „დაწერო ცაზე ვარსკვლავებზე, როცა არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი დროსა და სივრცეში“. ფესტივალზე წარმოდგენილია მისი ლექსები, რომლებიც ქართულად რაულ ჩილაჩავას მიერ ითარგმნა.

მოდერატორი: პაატა შამუგია

ენა: ქართული, უკრაინული

18:00-19:00

ონლაინ ღონისძიება

სამი თოკი მერისთვის“/ საუბარი სერჰი ოსოკასთან (უკრაინა)

 

სერჰი ოსოკას თითოეული ტექსტი იმ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანებისა და მოვლენების შესახებ გვიამბობს, მისიოსტატური ასახვის გარეშე უყურადღებოდ რომ დარჩებოდნენ. სულ ორიოდე შტრიხით ის თავის შეხედულებებსაცგვიზიარებს და შთამბეჭდავ სახეებსაც ქმნის: მის ტექსტებში ჩაგვესმის ლელიანის შრიალი, ტბაში თევზის ტლაშუნი, ბაღშივაშლების ცვენა, კარის ჭრიალი, განსაკუთრებით კი – ადამიანთა ოხვრა, მოგუდული სიცილი ან ქვითინი, ადამიანის სულისსიღრმეში რომ ჩაგვახედებს.

 

მოდერატორი: სვიტლანა ბონდარი

ენა: უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

19:00-20:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

ქალების ხმები: ომის დღიურები

მონაწილეები: ეკატერინე ტოგონიძე, ჰალინა კრუკი (უკრაინა), თამთა მელაშვილი, ია კივა (უკრაინა)

 

ქალები ხშირად ასახავენ ომის იმ არაგმირულ მხარეებს, რაზეც პოლიტიკური ნარატივი დუმს. ქართველი და უკრაინელიმწერალი ქალები, ვისი შემოქმედებაც ომის გამოცდილებამ განსაზღვრა, თავიანთ ტექსტებს წარმოადგენენ, საუბრობენსაკუთარ განცდებსა და სამხედრო ძალადობის წინააღმდეგ არსებულ პერსპექტივებზე.

მოდერატორი: მაია ფანჯიკიძე

ენა: ქართული, უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

20:30- 21:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

დასავლეთის გაუაზრებელი პაციფიზმი

მონაწილეები: შჩეპან ტვარდოხი (პოლონეთი), ლაშა ბუღაძე

პოლონელ სილეზიელთა ოჯახში დაბადებული შჩეპან ტვარდოხის შემოქმედებაში სილეზია და სილეზიური ენა ხშირადმნიშვნელოვან როლს თამაშობს. მრავალი ჯილდოს მფლობელი რომანისტი თავისი წიგნებიდან ამონარიდებს წარადგენს. ლაშა ბუღაძე კითხულობს ნაწყვეტს თავისი რომანიდან „პატარა ქვეყანა“, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დამყარებული დასაქართველოს დამოუკიდებლობის იმ საწყის პერიოდს აღწერს, როდესაც ქვეყანას სათავეში ყოფილი სსრკ საგარეოსაქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე ედგა.

მოდერატორი: ლაშა ბაქრაძე

ენა: ქართული, ინგლისური

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

21:30- 22:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

წერის ხელოვნება / დისკუსია ფილიპ ფლორიანთან (რუმინეთი) და იაკუბ მალეცკისთან (პოლონეთი)

ფილიპ ფლორიანი რუმინულ ლიტერატურაში გამორჩეული ხმაა, მისი რამდენიმე რომანი ლიტერატურული პრემიებითაადაჯილდოებული. ის კითხულობს ნაწყვეტს ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანიდან „საშუალო არითმეტიკული“. იაკუბმალეცკის რომანი „სატურნინი“ თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს ომის დროგამძლე შედეგებს და ძალადობით, რეპრესიებითადა შურისძიებით გამოწვეულ ტრავმულობას, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის.

მოდერატორი: გიორგი მასალკინი

ენა: ქართული, ინგლისური

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

7 ოქტომბერი, პარასკევი

 

12:00-13:00

მისამართი: სკოლა ევრო-2000

შეხვედრა საბავშვო მწერალ თათია ნადარეიშვილთან და წიგნისთინას ჰყოფნის გამბედაობაწარდგენა

თინას მამასთან ერთად აღმოჩენების გაკეთება უყვარს. ერთადერთი, რისი შესწავლაც ჯერ ვერ მოასწრო, მისი სახლისუკან ბამბუკის დაბურული ტყეა. ვიდრე მამა შინ არ არის, გოგონა თავის ძაღლთან, პოპისთან ერთად ტყის მხარეს გაჭრილჭიშკარში გადის. იქ სტვენის ხმა ესმის და უცნაურ მინიშნებებსაც პოულობს. პოპისთან ერთად თინა ნიშნებს მიჰყვება დახეზე აგებულ სახლს აგნებს. იქ მათ მოულოდნელობა ელით. ქართველი ილუსტრატორის, თათია ნადარეიშვილის წიგნისიმამაცის, ცნობისმოყვარეობისა და მეგობრობის ამაღელვებელ და იდუმალ ამბავს მოგვითხრობს.

ენა: ქართული

დახურული ღონისძიება მოსწავლეებისთვის

13:15-14:30

მისამართი: სკოლა ევრო-2000

 

მივწეროთ წერილი უკრაინასთათია ნადარეიშვილის სემინარი ბავშვებისთვის

 

სოლიდარობის გამოხატვა მრავალნაირად შეიძლება. ხშირად მეგობრის წერილმაც შეიძლება გაგამხნეოს და შემართებითაგავსოს. სემინარის განმავლობაში, ბავშვები, მწერალ და ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილთან ერთად, დაწერენ და დახატავენ წერილებს უკრაინელი თანატოლებისთვის. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორები წერილებს უკრაინაში მცხოვრებ ბავშვებს გაუგზავნიან.

ენა: ქართული

დახურული ღონისძიება მოსწავლეებისთვის

17:00-18:00

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

ცხოვრება ნგრევის დროსდისკუსია ზაზა ბურჭულაძესთან და იური ანდრუხოვიჩთან  (უკრაინა)

ავტორები მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ

ზაზა ბურჭულაძე კითხულობს ნაწყვეტებს თავისი ბოლო რომანიდან „ვარდის სურნელი“, ეს წარმტაცი და მრავალშრიანიწიგნია, რომლის თხრობაც რეალურსა და წარმოსახვითს შორის ბეწვის ხიდზე გადის. იური ანდრუხოვიჩი კითხულობსთავისი წიგნიდან „მოსკოვიადა“, – რომანიდან, რომელიც უცვლელი აქტუალობით გამოირჩევა. ეს ერთგვარი კარნავალურისპექტაკლია, სადაც ნეოავტორიტარული რუსეთის, ნაციონალიზმისა და შოვინიზმის სურათებს პანიკური სიცილისამოფრქვევები ენაცვლება.

მოდერატორი: მედეა მეტრეველი

ენა: ქართული / უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

18:00-19:00

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

წერის ხელოვნება / დისკუსია მიურიელ პიკთან (შვეიცარია) და ლუკას ბერფუსთან (შვეიცარია)

ავტორები მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ

დრამატურგი, რომანისტი და პუბლიცისტი ლუკას ბერფუსი, რომელიც გერმანულენოვანი სამყაროს უმნიშვნელოვანესილიტერატურული პრემიებითაა დაჯილდოვებული, კითხულობს თავის პოემას „Tausend Jahre“ („ათასი წელი“). მწერალი, ვიზუალური ხელოვანი, მთარგმნელი და ლიტერატურული კრიტიკოსი მიურიელ პიკი, რომელსაც სხვა ავტორთა შორისთარგმნილი და გამოცემული აქვს ვალტერ ბენიამინის ნაწარმოებებიც, წაიკითხავს ამონარიდებს თავისი მოკლედოკუმენტურ-ესეისტური ტექსტებიდან.

 

მოდერატორი: პაატა შამუგია

ენა: ქართული, გერმანული

პირდაპირი ეთერი https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

19:00-20:00

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

ახალი ლექსებიდისკუსია სერჰი ჟადანთან (უკრაინა)

სერჰი ჟადანი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ

 

რა შეუძლია ლიტერატურას ომის ჟამს? რა ენაზე ილაპარაკოს? უკრაინაში მიმდინარე ომის პირველივე დღეებიდან სერჰიჟადანი უკრაინელებს უამრავი საჯარო გამოსვლით ამხნევებდა და არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მისი ძლიერიდა უნიკალური პოეტური ხმა იდუმალი მელოდიურობით განმსჭვალულ ტექსტებში თითქოსდა გამოუთქმელის აჟღერებასაცკი ახერხებს. მისი ბოლოდროინდელი ტექსტებიც სიკვდილზე, გლოვასა და სიყვარულის ტკივილზე გვესაუბრება.

 

მოდერატორი: რატი ამაღლობელი

ენა: ქართული, უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

20:00- 21:00

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

სიმართლის ინტერპრეტაციადისკუსია კარლ რიუმანთან რომანის „ალბათ, სიმართლე“ შესახებ (შვეიცარია)

თავის ბოლოდროინდელ რომანში კარლ რიუმანი მოგვითხრობს გამომძიებლის შესახებ, რომელიც ევროპულ საიდუმლოსამსახურთან თანამშრომლობს და რომელსაც სიმართლის ძიება ერთგვარ ვნებად ექცა. თხრობის პროცესში მისიბავშვობის განმსაზღვრელი ფსიქოლოგიური მომენტები ზრდასრული ცხოვრების ეპიზოდებს ენაცვლება. ესაა რომანი„ერთადერთი უეჭველი ჭეშმარიტების ძიების შესახებ, რომელიც შეიძლება დამაჯერებელი ტყუილების მიღმა დამალო“ („დოიჩლანდფუნკი“).

მოდერატორი: ლაშა ბაქრაძე

ენა: ქართული, გერმანული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

21:00-22:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

თანამედროვე ევროპული პოეზიის საღამო

 

მონაწილეები:

I ნაწილი – ნორბერტ ჰუმელტი (გერმანია), ნიკა ჯორჯანელი, ეკა ქევანიშვილი

II ნაწილი – გიორგი ლობჟანიძე, ერნესტ ვიხნერი (გერმანია), რატი ამაღლობელი

პოეტი და მთარგმნელი ნორბერტ ჰუმელტი თავის ლირიკაში პოეტურ ტრადიციებს იკვლევს და ახალ ფორმებსაც ცდის. ერნესტ ვიხნერი პოეტური კრებულებისა და მოთხრობების ავტორია, ასევე გამომცემელი და მთარგმნელი – პირველ რიგში, რუმინული ენიდან. პოეტი, მთარგმნელი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე პოეზიის ნომინაციაში არაერთიჯილდოს მფლობელია. ერნესტ ვიხნერის პოეზიას ცხადი მტკიცებები, მოკლე პაუზები და მკვეთრი ფინალი ახასიათებს, როდესაც ესა თუ ის აზრი სრულიად მოულოდნელი ანტითეზითაა გამძაფრებული. რატი ამაღლობელი თავის ლექსებშიალიტერაციით, ლინგვისტური კაზმულობითა და სიტყვებისა და ბგერების რიტმული გამეორებით თამაშობს. ნიკაჯორჯანელი თავის ლექსებში ხშირად კაცობრიობის ისტორიას უფიქრდება და შინაგანი სიცარიელიდან გამოსავალსშემოქმედებით აზროვნებაში ეძებს. ეკა ქევანიშვილის თანამედროვე პოეზია მეტწილად სოციალურ და გენდერულსაკითხებს, თანამედროვე სამყაროს, გლობალურ და ლოკალურ ომებს ეხება.

მოდერატორი: პაატა შამუგია

ენა: ქართული, გერმანული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

8 ოქტომბერი, შაბათი

15:00-16:00

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

ომის ლექსიკონიდისკუსია ოსტაპ სლივინსკისთან (უკრაინა)

ლვოვის რკინიგზის სადგურზე, სადაც რუსეთის აგრესიას სამხრეთიდან დასავლეთ უკრაინაში გამოქცეული ადამიანებიხვდებიან, ლტოლვილთა თავშესაფარში თუ ქუჩაში – ოსტაპ სლივინსკი ადამიანთა საუბრის ნაკუწებს კრეფს და ჩესლავმილოშის „მსოფლიო. ადგილობრივი პოეზიის“ სტრიქონებთან ერთად „ომის ლექსიკონში“ აერთიანებს. სწორედ ამ წიგნითწარდგება ის ფესტივალის მონაწილეთა წინაშე.

მოდერატორი: ეკა ქევანიშვილი

ენა: ქართული, უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

16:00-17:00

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

ბუჩა. სტუმრად შინდისკუსია ოლეჰ კოცარევთან (უკრაინა)

პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და კრიტიკოსი ოლეჰ კოცარევი ამჟამად ჩეხურ ფონდ „ქარონის“ საკონტაქტო პირია, რომელიც უკრაინელ ხელოვანებს ომის პირობებში დახმარებას უწევს. თავის ესეისტურ ტექსტში ის აღწერსოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ბუჩაში თავის დაბრუნებას. ის აღწერს იმ მცირე, მაგრამ ღრმა ცვლილებებს, რის გამოცეს ადგილი ომამდელ სახეს აღარასოდეს დაიბრუნებს.

მოდერატორი: ეკა ქევანიშვილი

ენა: ქართული, უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

17:00-18:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

დისკუსია: როგორი იქნება მსოფლიო უკრაინაში ომის შემდეგ?

 

მონაწილეები: ლაშა ბუღაძე, იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა), რატი ამაღლობელი, ჰალინა კრუკი (უკრაინა), პაატა შამუგია, იაკივა (უკრაინა)

იური ანდრუხოვიჩი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ

 

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მრავალთვიანი ომის პირობებში კვლავაც გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორუნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი – სამშვიდობო მოლაპარაკებებით თუ მხოლოდ და მხოლოდ დასავლელი პარტნიორებისმხარდაჭერით უკრაინის გამარჯვების ხარჯზე. მონაწილეები ისაუბრებენ თუ როგორი იქნება მსოფლიო უკრაინაში ომის შემდეგ.

მოდერატორი: ლაშა ბაქრაძე

ენა: ქართული, უკრაინული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa

 

19:00-20:30

მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი

 

ახალგაზრდა ბათუმელი პოეტების საღამოდასკვნითი ღონისძიება

 

2022 წლის ოდესის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ახალგაზრდა ქართველ, ბათუმელ პოეტთა შემოქმედების საღამო დაასრულებს; ბათუმი შავიზღვისპირა ქალაქია, რომელსაც ომში გახვეული უკრაინისდედაქალაქისაგან ათასი კილომეტრი აშორებს.

 

 

მონაწილეები: გენრი დოლიძე, როინ აბუსელიძე, დიანა ნაკაიძე

მოდერატორი: მარიამ კორინთელი

ენა: ქართული

პირდაპირი ეთერი

https://www.facebook.com/InternationalesLiteraturfestivalOdesa